ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა საიმპიჩმენტო საქმის მენეჯერებს დაასახელებს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მიანიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ისტორიულ საიმპიჩმენტო სასამართლოს დაწყებას, რეალობასთან კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს.

პელოსის განცხადება, კონგრესის დემოკრატებთან კერძო შეხვედრის დროს გაჟღერდა, რომელიც თითქმის ერთი თვის შემდეგ მოხდა იმ მომენტიდან, როდესაც დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, კენჭისყრით, ტრამპის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო.

სამშაბათს, დახურულ კარს მიღმა შეხვედრის მონაწილე დემოკრატებმა თქვეს, რომ პელოსი იმპიჩმენტის საქმეზე წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს ოთხშაბათს დაასახელებს

Facebook Forum

XS
SM
MD
LG