ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებების შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებს


ჩინეთმა პეკინში შეერთებული შტატების ელჩი დაიბარა, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებების კანონპროექტებზე ხელმოწერის გამო “მტკიცე პროტესტი” გამოეთქვა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის საგარეო უწყების ვიცე-მინისტრმა ლე იუჩენგმა ამერიკის ელჩ თერი ბრენსტედს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი “ჩინეთის საშინაო საქმეებში სერიოზულ ჩარევას” ნიშნავდა და ქმედებას “საერთაშორისო კანონის სერიოზული დარღვევა” უწოდა. მან ვაშინგტონს ამ კანონის აღსრულებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რათა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების “შემდგომი ზიანის თავიდან არიდება მოხდეს.”

ტრამპმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა ორ კანონპროექტს, რომელიც სავაჭრო შეთანხმების საკითხის სასწორზე ყოფნისა და პეკინის მხრიდან მუქარის მიუხედავად, ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ დემონსტრანტებს უჭერს მხარს.

წინა კვირაში, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ორივე კანონპროექტი თითქმის ერთსულოვნად მიიღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG