შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის დათანხმდეს მთავრობის დაფინანსების ორი კვირით გაგრძელებას, რათა აწ გარდაცვლილ პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშ უფროსის პატივის მისაგებ ცერემონიებს ხელი არ შეეშალოს.
დიდი ოცეულის შეხვედრიდან შინისკენ მომავალმა ტრამპმა, საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე თქვა, რომ ოთხშაბათს დაგეგმილი ბუშის დაკრძალვის და ამ კვირაში, ქვეყნის 41-ე პრეზიდენტის ხსოვნისადმი პატივის მისაგები ღონისძიებების გამო, კონგრესის ლიდერებმა დროის გაგრძელება სთხოვეს. ტრამპმა თქვა, რომ ის „ამას აბსოლუტურად გაითვალისწინებს და სავარაუდოდ, დათანხმდება.“
მთავრობის ზოგიერთი საქმიანობის დაფინანსების შეწყვეტა, ამჟამად პარასკევისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მთავრობის დაფინანსების მეტი წილი მომავალი წლის სექტემბრამდე უკვე უზრუნველყოფილია.
Facebook Forum