ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დიდ შვიდეულს კემპ დევიდში უმასპინძლებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თქვა, რომ შესაძლოა დიდი შვიდეულის მომავალი წლის უმაღლესი დონის შეხვედრას არა საკუთარ კურორტზე, არამედ ვაშინგტონის სიახლოვეს, საპრეზიდენტო აგარაკ კემპ დევიდში უმასპინძლოს.

თავდაპირველად, ოქტომბერში, ტრამპმა გამოაცხადა გეგმების შესახებ, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებს „ტრამპ ნეშენელ დორალ“-ში შეხვდებოდა, გოლფის კურორტზე, რომელიც მას ეკუთვნის და მაიამიში, მისივე, ატლანტის ოკეანის გასწვრივ მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულთან ახლოსაა.

თუმცა, ტრამპმა სწრაფად თქვა უარი დორალის გეგმაზე მას შემდეგ, რაც დემოკრატებმაც და ჩვეულებრივ მისმა მხარდამჭერმა რესპუბლიკელმა კოლეგებმაც განაცხადეს, რომ ყოველწლიური შეხვედრის საკუთარ საკუთრებაში არსებულ კურორტზე ჩატარებით ფინანსური მოგების მიღებას ცდილობდა.

როდესაც თეთრმა სახლმა თავდაპირველად დორალის კურორტის შესახებ გამოაცხადა, კემპ დევიდი, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს შეკრება 2012 წელს ჩაატარა, შესაძლო ვარიანტად იგეგმებოდა.

XS
SM
MD
LG