ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები ტრამპს ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებენ


ახლად გამოქვეყნებული სამთავრობო ელექტრონული მიმოწერა ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი პირადად იყო ჩართული გეგმაში, რომლის მიხედვითაც, გამოძიების ფედრალური ბიუროს შენობა, დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმის მიუხედავად, ვაშინგტონში დარჩება.

მასალის გამოქვეყნება მთავრობის საზედამხედველო კომისიის დემოკრატმა კანონმდებლებმა უზრუნველყვეს. კომისია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედებს. დემოკრატი კანონმდებლების განცხადებით, პრეზიდენტს ეს შენობა ყოველთვის პირადი ქონებისთვის უნდოდა და ამ ნაბიჯებს ისინი ინტერესთა კონფლიქტის პირდაპირ გამოძახილად მიიჩნევენ, რადგან ტრამპი უკვე ფლობს სასტუმროს, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

აღნიშნული შენობა 1974 წელს აშენდა და მძიმე მდგომარეობაშია. შენობის ადგილმდებარეობა ვაშინგტონის დატვირთულ გამზირზე მის სარემონტო სამუშაოებს თითქმის შეუძლებელს ხდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG