ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: მოვითხოვთ გამოძიებას FBI-ის მიერ ჩვენი კამპანიის დაზვერვის მცდელობაზე


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მოითხოვს გამოძიებას მისი საარჩევნო გუნდის ინფილტრაციის და დაზვერვის მცდელობაზე "გამოძიების ფედერალური ბიუროს" ან იუსტიციის დეპარტამენტის მიერ.

„მე მოვითხოვ, და ამას ორშაბათს ოფიციალურადაც გავაკეთებთ, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა გამოიძიოს, აწარმოებდა თუ არა გამოძიების ფედერალურუ ბიურო ან იუსტიციის დეპარტამენტი პოლიტიკური მიზნებისთვის ტრამპის საარჩევნო კამპანიის ინფილტრაციას ან დაზვერვას - და თუ არსებობდა მსგავსი სახის მოთხოვნები ან თხოვნა ობამას ადმინისტრაციის წევრებისგან“, -განაცხადა ტრამპმა „ტვიტერზე“ კვირას.

კვირა საღამოს, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ გენერალურ ინსპექციას მიმართეს, რომ „უცხო ქვეყნის დაზვერვის აქტის“ გადახედვის პროცესის ფარგლებში გაარკვიოს თუ „ქონდა ადგილი წესების დარღვევას და პოლიტიკური მოტივაციით კონტრდაზვერვით გამოძიებას გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ იმ პირების მიმართ, რომლებზეც არსებობს ეჭვი რომ ისინი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ“.

აღნიშნულს გამოახმაურა, გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტინი, და განცხადებაში აღნიშნა, რომ “თუ ვინმემ მოახდინა ინფლირტაცია ან დაზვერვა საპრეზიდენტო კამპანიის მონაწილეების არასწორი მიზნებისთვის, ჩვენ ეს უნდა გავარკვიოთ და საპასუხო ქმედებები განვახორციელოთ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG