ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი თეთრ სახლში ერდოღანს მასპინძლობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მასპინძლობს. ეს ორი ლიდერის მეორე შეხვედრაა.

„ჩვენ დიდი ხანია მეგობრები ვართ“, - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს ოვალურ ოფისში. „ჩვენ გვესმის ერთმანეთის“, - თქვა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ცოტა ხნის წინ ამერიკელი დიპლომატების რისხვა დაიმსახურა, როცა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთული შენაერთების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც იქიდან ამერიკული შენაერთები გავიდნენ.

ამას გარდა, თურქეთის ლიდერმა აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოწვია, როცა მიუხედავად დასავლელი პარტნიორების კრიტიკისა, ეს-400-ების შესყიდვის გადაწვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა თურქეთი ეფ-35 გამანადგურებლების პროგრამებიდან გარიცხა.

„ჩვენ ვისაუბრებთ ეს-400-ებზე“, - თქვა დონალდ ტრამპმა. „ჩვენ ვისაუბრებთ ეფ-35-ის ტიპის საჰაერო გამანადგურებლების შესახებ“, - დაამატა მან.

ერდოღანმა, მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სუ-57-ის და სუ-35 გამანადგურებლების შესყიდვის შესაძლებლობა განიხილა, იმ შემთხვევაში, თუ აშშ არ მისცემს მას უფლებას შეიძინოს ეფ-35-ების ტიპის ავიადამშენები. ამ გადაწვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩრიდლო-ატლანტიკურ ალიანსში ანკარის წევრობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG