ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საარჩევნო კანონის გამკაცრებაზე საუბრობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამომრჩევლების იდენტიფიკაციის წესების გამკაცრებაზე საუბრობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც არჩევნების გაყალბების შემსწავლელი კომისია გააუქმა.

პრეზიდენტ ტრამპს უკან არ წაუღია წარსულში გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონობით ადამიანმა უკანონოდ მიიღო მონაწილეობა.

სოციალურ ქსელ ტვიტერში დღეს პრეზიდენტმა კომისია უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კომისიამ ვერ მოახერხა „მეტწილად დემოკრატი შტატებიდან“ ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

შტატების მთავრობებმა კომისიას ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებზე უარი უთხრა, რადგან კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა პირადი მონაცემები, სოციალური დაზღვევის ნომერი და არჩევნებში მონაწილეობის ისტორია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG