ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა შიდსის საკითხზე მრჩეველთა საბჭო დაითხოვა


ტრამპის ადმინისტრაციამ შიდსის საკითხზე საპრეზიდენტო მრჩეველთა საბჭოს დარჩენილი წევრები დაითხოვა.

გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ საბჭოს წევრებმა მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოში მათი მუშაობა „დაუყოვნებლივ“არის შეწყვეტილი.

შიდსის საბჭო 1995 წელს, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა, რათა ამ დაავადების გარშემო სტრატეგიაზე და პოლიტიკაზე პრეზიდენტისთვის რჩევები მიეცა.

ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართ თეთრი სახლის ქმედებით უკმაყოფილების გამო, საბჭოს ექვსი წევრი ჯერ კიდევ ივნისში გადადგა.

ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი საბჭოს წევრობისთვის ახალ ნომინანტებს ეძებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG