ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლემ ტრამპს, საქველმოქმედო ფონდებისთვის 2 მილიონის გადახდა დააკისრა


ნიუ-იორკის შტატის მოსამართლის გადაწვეტილებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ტრამპის ფონდის წინააღმდეგ მომჩივან რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას 2 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ნიუ-იორკის პროკურორის მიერ, სასამართლოში შეტანილ საქმეში, რამდენიმე ორგანიზაცია პრეზიდენტ ტრამპს და მის სამ შვილს უჩიოდა, რომ მათ საქველმოქმედო ფონდი საკუთარი ბიზნესის და პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენეს.

საქმის მიხედვით, პრეზიდენტმა ფონდის თანხები, რომელიც გადასახადებისგან თავისუფალია, ვალების დასაფარად, პოლიტიკური კამპანიისთვის და საკუთარი პორტრეტის შესაძენად გამოიყენა.

მიუხედავად პრეზიდენტის ადრინდელი განცხადებისა, რომ ის არ აპირებდა ამ საქმეზე მორიგებას, მხარეებმა სასამართლოში შეთანხმებას მიაღწიეს და მოსამართლემ, ზიანის ანაზღაურების სახით ტრამპმს 2 მილიონის გადახდა და ფონდის გაუქმება დააკისრა, თუმცა პირადად პრეზიდენტის წინააღმდეგ ღონისძიება არ მიუღია.

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, გადაწვეტილებას „დიდი გამარჯვება“ უწოდა მათ წინააღმდეგ, „ვინც საქველმოქმედო ორგანიზაციებს პირადი სარგებელისთვის იყენებენ“. „ჩემი ოფისი გააგრძელებს ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლას, რადგან არავინ არაა კანონზე მაღლა, არც ბიზნესმენი, არც კანდიდატი და არც შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - განაცხადა ლეტიცია ჯეიმსმა.

ტრამპის ადვოკატმა საჩივარს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ფონდის თითოეული ცენტი მათთვის იყო გამოყოფილი ვისაც ეს სჭირდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG