ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პუტინთან შეხვედრას აუქმებს


დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს შაბათს, არგენტინაში პირისპირ აღარ შეხვდება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ დაწერა "ტვიტერზე". მისი თქმით, ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი უკრიანაში მომხდარი ინციდენტია და ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ დაკავებული გემები და მეზღვაურები საკუთარ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ.

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გემები და მეზღვაურები უკრაინაში ჯერ არ დაუბრუნებიათ, გადავწყვიტე, რომ ამ საკითხით შეშფოთებული ყველა მხარისთვის უმჯობესი იქნება, თუკი აქამდე დაგეგმილ შევხედრას გავაუქმებთ", - დაწერა პრეზიდენტმა.

შეხვედრის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეში არაერთხელ გავრცელდა, თუმცა კრემლი აცხადებდა, რომ ამის თაობაზე ოფიციალური ცნობები არ მიუღია, ამას არც ამერიკული მხარე ადასტურებდა. მოგვიანებით ითქვა, რომ შეხვედრა შეთანხმებისამებრ გაიმართებოდა და განსახილველი საკითხების თაობაზეც გააქტიურდა მსჯელობა. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განცხადება "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG