ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიპოლის ქუჩები დაცარიელდა


ტრიპოლის ქუჩები დაცარიელდა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის ქუჩები დაცარიელდა, მას შემდეგ რაც მუამარ კადაფიმ თავის მომხრეებს ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

თვითმხილველთა განცხადებით კადაფის მიერ მთელ აფრიკაში შეკრებილი დაქირავებული მეომრები ლიბიელთა დაშინებას ცდილობენ.

ლიბიაში სახალხო აჯანყების დაწყების შემდეგ მუამარ კადაფი პირველად გამოვიდა ტელევიზიით და თავის მოწინააღმდეგეებს ბანდიტები და ტერორისტები უწოდა. ლიბიის ლიდერი ყველას სიკვდილით დაემუქრა ვინც ანტი-სამთავრობო გამოსვლებში იღებს მონაწილეობას.

კადაფი ვეღარ აკონტროლებს ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილს. ბენგაზის და ტობრუკის მცხოვრებლებმა სამხედროების მხარდაჭერით შეძლეს მუამარ კადაფის ერთგული ნაწილების დამარცხება.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკო ფრატინის განცხადებით ამ ქვეყანაში ამბოხების დაწყების შემდეგ სულ ცოტა 1000 ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG