ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის დელაქალაქთან ბრძოლები მიმდინარეობს


ლიბიის დელაქალაქთან ბრძოლები მიმდინარეობს

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის მხარდამჭერები ამბოხებულთა რაზმებს მძიმე არტილერიით წინააღმდეგობას უწევენ. ბრძოლები ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის უახლოვდება.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების განცხადებით, დღეს ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ზინტანთან. წინასწარი მონაცემებით, საარტილერიო ცეცხლის გამოყენების შედეგად, ქალაქში მნიშვნელოვანი გნრევაა დაფიქსირებული, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

შეტაკებები მოხდა ქალაქ ზავიაში, რომელიც ტრიპოლიდან 50 კილომეტრითაა მოშორებული. აქ გამართული ბრძოლების შედეგად გადაიკეტა საგზაო მაგისტრალი, რომელიც ლიბიასა და ტუნისს აკავშირებს. ამბოხებულთა წარმომადგენელმა როიტერს განუცხადა, რომ ბრძოლების მიუხედავად სამთავრობო დაჯგუფებები ძალების განახლებას მაინც ახერხებენ.

თუ ამბოხებულებმა ზავიას ხელში ჩაგდება მოახერხეს, ამით კადაფის რეჟიმს ისედაც მწირი საბრძოლო მარაგის გადასატანი მარშრუტები კიდევ უფრო შეეზღუდებათ. ამ ეტაპზე დედაქალაქი ტრიპოლი თითქმის მთლიანად იზოლირებულია.

XS
SM
MD
LG