ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო გამჭირვალობა 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს


საერთაშორისო გამჭირვალობა
საერთაშორისო გამჭირვალობა

ანტიკორუფციული სადამკვირვებლო ჯგუფი, საერთაშორისო გამჭირვალობა, წლიური გლობალური ინდექსის გამოქვეყნებით, უთანასწორობასა და მთავრობის კორუფციას შორის კავშირზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად იხრებიან პოპულისტი ლიდერების მხარეს, რომლებიც კორუფციის აღმოფხვრის პირობას დებენ, თუმცა სავარაუდოდ, ისინი სიტუაციას უფრო დაამძიმებენ.

ანგარიში ამბობს, რომ ხელისუფლების და სიმდიდრის მზარდი უთანასწორობის საკითხის გადასაწყვეტად, ქვეყნებს „სიღრმისეული სისტემური რეფორმები“ სჭირდებათ. საჭირო ცვლილებების ჩამოთვლილ რჩევებში შედის კომპანიების მფლობელების ვინაობის საჯარო გამოცხადება და სანქციების მათ წინააღმდეგ გამოყენება, ვინც კორუფციული ფულის მიერ საზღვრების გადაკვეთას ეხმარება.

XS
SM
MD
LG