ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში


აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში

სახ. დეპარტამენტმა მსოფლიოში ტრეფიკინგის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

გაეროს განცხადებით ადამინთა ტრეფიკინგი თანამედროვე მონობის ფორმაა, რომელიც მსოფილიოს ყველა კუთხეში მოქმედებს. კაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი სამუშაო და სექსუალური ექსპლუატაცია მოგების უსწრაფეს გზად იქცა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფებისთვის.

ადამინთა ტრფეკინგი ძალზედ გავრცელებული და ამავე დროს ნაკლებ გაშუქებული პრობლემაა. არავინ იცის თუ რამდენი ადამინი გახდა მისი მსხვერპლი , რადგანაც ის საკმაოდ გასაიდუმლოებულ ვითარებებში ოპერირებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ამ კრიმინალური აქტივობის შედეგად ყოველ წელს ზარალდება 700 ათასიდან 4 მილიონამდე ადამინი.

ადამიანთა ტრეფიკინგს მინიმალური რისკი ახლავს თან, რადგანაც ხშირ შემთხვევაში მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან დაზარალებულები და არა კრიმინალები. ამ პრობლემის გადასაჭრელად ბრიუსელში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო შეიკრიბა, სადაც მიიწვიეს დაზარალებულები . თითოეულმა მათგანმა ტრეფიკინგის მძიმე პერიოდი გაიხსენა და გაუზიარა დამსწრეებს განცდილი დღეები. ამ გარემოში მათი მოხვედრა ხშირ შემთხვევაში ახლობელი ადამინების ნდობის შედეგად ხდება. მათ ნდობას ისინი ბოროტად იყენებენ.

ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადებით:

"ჩემი სახელია კიკა სცერპა, მე ნიუ იორკში ვცხოვრობ. სადაც ჩამოვედი ძიძად სამუშაოდ. მაგრამ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მეძავი გავხდი."

შეყვარებულმა 1992 წელს ვენესუელიდან ამერიკაში წასვლა უბიძგა. იგი ნიუ იორკში ჩავიდა. სადაც შეყვარებულის ნათესავთან და მეგობართან გაჩერდა. მაგრამ მალე მათ სცერპას ცემა და გაუპატიურება დაიწყეს, ისინი აძალებდნენ ახალგაზრდა გოგონას პროსტიტუციით მოპოვებული ფულით შეყვარებულის ვალები გადაეხადა.

მეძავად იგი სამი წელი მუშაობდა, თავის დაღწევა კი კლიენტის დახმარებით მოახერხა. მაგრამ ამ უკანასკნელმაც საკუთარ მონად აქცია იგი. 10 წლიანი იძულებითი თანაცხოვრების შემდეგ მათ 2 გოგონა გაუჩნდათ.

გაქცევა მან ვერ მოახერხა, რადგანც მამაკაცი მას საემიგრაციო სამსახურში დაბეზღებითა და შვილების ჩამორთმევით ემუქრებოდა.

საბოლოოდ კიკამ მაინც მოახერხა გაქცევა. მან დაცვისთვის სასამართლოს მიმართა, რის შემდეგაც შვილებზე უფლება ჩამოართვეს, ხოლო თავად კიკა მართლმსაჯულებას გადასცეს კრიმინალური აქტივობისთვის.

საბოლოოდ კიკამ ორგანიზაცია ოჯახთა თავშესაფრის დახმარებით მოახერხა ე.წ. სუტენიორებისგან თავის დაღწევა.

შარლოტ ავინოს ისტორია განსხვავდება კიკა ცერპას ისტორიისგან. იგი 14 წლის იყო , როდესაც დახურული სასწავლებლიდან უგანდის წინააღმდეგობის არმიის წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

"ჩვენ სკოლიდან წაგვიყვანეს, თითქოს უმისამართოდ მივდიოდოთ თითქმის მთელი დღის განმავლობაში. ბარგი ზურგით მიგვქონდა. აღმოჩნდა რომ სუდანში მივყავდით . მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაუპატიურებდნენ, გვამუშავებდნენ, მონებად ვყავდით, ცემა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ხოლო გაქცევის შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალი იყო.

შარლოტა სექსუალური ძალადობის მსხვერპლად 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. გაქცევა მან 22 წლის ასაკში მოახერხა. მას ორი შვილი შეეძინა მონობაში. განვლილი პერიოდი მას დღემდე კოშმარად ახსოვს.

განსხვავებით ზემოხსენებული ადამიანებისა, ნეპალელი კუმარ რამჯანი სამუშაო ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. იორდანიულმა კომპანიამ 2004 წელს მას სამუშაო შესთავაზა აშშ-ში.

დაპირება კი ამ უკანასკნელმა არ შესრულდა. ამერიკის ნაცვლად იგი ერაყში აღმოჩნდა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზაზე საკუთარი ნების წინააღმდეგ მუშაობდა. ჩასვლისთანვე მას ჩამოართვეს პასპორტი და ბაზის დატოვება 4 წლის განმავლობაში აეკრძალა.

ჯანა კოჰუტი ბოსნიელია, ამჯამად იგი ადამიანის უფლებათა დამცველია. საუბარი ტრეფიკინკის პრობლემებზე, მსხვერპლსა და ტანჯვაზე საკუთარი გამოცდილებიდან შეუძლია. 2004 წელს სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი თავად იყო. მეგობრის მოტყუებით იგი მეზობელ სლოვენიაში გაიტაცეს, სადაც გააუპატიურეს და მეძავობას აძალებდნენ. გაქცევა მან 2005 წელს მოახერხა.

ამჯამად მისი მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ რომ სხვა ქალებმა არ განიცადონ ის ტანჯვა, რაც მას 2004-2005 წლებში გადახდა.

XS
SM
MD
LG