ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამგზავრო პრობლემების ინდექსი


სამგზავრო პრობლემების ინდექსი
სამგზავრო პრობლემების ინდექსი

სულ ახლახანს 2011 წლის სამგზავრო პრობლემების ინდექსი გამოქვეყნდა, რომელიც მსოფლიოში უკვე გლობალურ პრობლემას - ადამიანთა ყოველდღიურ გადაადგილებას და საცობებს შეეხება. დოკუმენტის თანახმად მოძრაობის განტვირთვაში წვლილის შეტანა ტექნოლოგიებს შეუძლიათ. გამოკვლევის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ფაიზა ელმასრი არკვევდა.

გამოკვლევა მსოფლიოს 20 დიდ ქალაქში ჩატარდა და რვა ათასი ადამიანი მონაწილეობდა. რესპოდენტებს ერთი და იგივე შეკითხვები ქონდათ - ბრაზდებით თუ არა ავტომობილის მართვის დროს? როგორ მოქმედებს ეს თქვენს ქცევაზე სკოლაში ან სახლში? რამდენად ხშირად ხვდებით საცობში?

ვინოდ სვამინატანი კომპანია „აიბიემში“ სატრანსპორტო სისტემის ანალიტიკოსია. მისი თქმით ეს არის გამოკითხვა, რომელიც მსოფლიოში სამგზავრო დინამიკის და მძღოლების ქცევის შესწავლას ცდილობს. 2011 წელი, მისი თქმით სამგზავრო თვალსაზრისით მტკივნეულია, განსაკუთრებით აღმავალი ეკონომიკის ქვეყნებში.

„ზოგიერთი ქალაქი, სადაც მგზავრებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ, აღმავალი ეკონომიკის ქვეყნებშია, ისეთი როგორიცაა დელი, ბანგალორი, პეკინი და მეხიკო,“ - ამბობს სვამინატანი. ამ ქალაქებში მძღოლები სამუშაომდე ან სკოლამდე მიღწევისას გზაში დიდ დროს ხარჯავენ. ამავე დროს ის აღნიშნავს, რომ ამ ქალაქებში ადგილობრივი ხელისუფლება ვითარების განმუხტვას ცდილობს.

„დღეს პეკინში მრავალი შემოვლითი გზა შენდება. მეხიკოში ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია ორნახევარი მილიარდი დოლარის დახარჯვა,“ - დასძენს ექსპერტი.

გამოკვლევის თანახმად, გადატვირთული მოძრაობის მასშტაბის შემცირება შეინიშნება ბევრ ქვეყანაში, რაც ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, რადგანაც შემცირებულია ეკონომიური აქტივობა და საწვავზეც ფასები გაზრდილია. სტოკჰოლმში, სინგაპურში, მადრიდში და ბუენოს-აირესში მძღოლებმა განაცხადეს, რომ ისინი მგზვარობაში ნახევარ საათთზე ნაკლებს ხარჯავენ.

გამოკვლევის თანახმად, ასევე გაზრდილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მსურველთა რაოდენობა. გამოკითხული მგზავრების 41-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სარკინიგზო და ავტობუსების სისტემის გაუმჯოებება არსებულ პრობლემასაც მოაგვარებდა და მათ სტრესულ მდგომარეობასაც შეამსუბქებდა. სვამინატანი ამბობს, რომ სტოკჰოლმში უკვე დაიწყო ამ მიზნით მუშაობა.

სვამინატანის თქმით, ქალაქის ხელისუფლებამ გაზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა და განავითარა სამგზავრო გადასახადის სისტემა, რაშიც მათ „აიბიემი“ დაეხმარა. ამ სისტემის მიხედვით, სტოკჰოლმის ცენტრალურ რაიონებში მგზავრობის საფასურის გადახდა პიკი-საათებში ავტომატურად ხდება, ეს კი უამრავ ხალხს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისკენ უბიძგებს. ამან კი პიკი-საათების პერიოდში სტოკჰოლმის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა 25 პროცენტით შეამცირა, ასევე 25 პროცენტით შემცირდა გამონაბოლქვის გამოყოფა. ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება კი 50 პროცენტით გაიზარდა. საკონსულტაციო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ბრაიან კოტონი ამბობს, რომ ანალოგიური გეგმის დანერგვას აღმავალი ეკონომიკის ქვეყნებშიც ცდილობენ.

„ერთერთი ასეთი ქალაქი, რომელიც მინდა გამოვყო, არის შენზენი, რომელიც სამხრეთ ჩინეთში მდებარეობს. აქ სამშენებლო ინფრასტრუქტურაში საკმაოდ დიდი ფინანსების ინვესტირება ხდება. არა მხოლოდ გზების მშენებლობაში, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაშიც,“ ამბობს კოტონი.

კომპანია „აიბიემი“ სწრაფი სამგზავრო სისტემის დანერგვასაც, ცდილობს. ასეთი პროგრამა უკვე განხორციელდა სან-ფრანცისკოში, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს თავად განსაზღვრონ, თუ რომელი მარშრუტია მათთვის მოსახერხებელი.

XS
SM
MD
LG