ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტორონტოში შეიარაღებულმა პირმა 2 ადამიანი მოკლა


ტორონტოს პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა კვირას, გვიან ღამით 14 ადამიანს ესროლა და მათგან ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი გარდაიცვალა. დაღუპულია ეჭვმიტანილიც.

მოწმეები ამბობენ, რომ დაახლოებით 20-30 გასროლის ხმა გაიგონეს. შეიარაღებულმა პირმა ტორონტოს ბერძნული უბნის ერთ-ერთი ქუჩის ტროტუარზე ჩაიარა და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციის შეფი, მარკ საუნდერსი ადასტურებს, რომ თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. მისი თქმით, მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით ვერც ერთ ვერსიას ვერ დაადასტურებს.

ტორონტოს მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქალაქს აქვს „იარაღის პრობლემა“, რადგან ის ბევრი ხალხისთვის მარტივად ხელმისაწვდომია. ბოლო დღეებში პოლიციამ ოფიცრების რაოდენობა გაზარდა სროლის რამდენიმე ინციდენტის პასუხად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG