ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ექსტრემალური ამინდი გრძელდება


ინდიანაში მდებარე ქალაქი მერისვილი თითქმის მთლიანადაა დანგრეული.

ტორნადოები და ძლიერი ქარიშხლები ამერიკის რამდენიმე შტატში ისევ მძვინვარებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ყველაზე მეტად ინდიანას შტატი დაზარალდა, სადაც ექსტრემალურმა ამინდმა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინდიანაში მდებარე ქალაქი მერისვილი თითქმის მთლიანადაა დანგრეული.

ასევე მძიმე ვითარებაა კენტუკის შტატში. პარასკევს ქალაქ ლუივილს მძლავრმა ტორნადომ გადაუარა და შენობების ნგრევა გამოიწვია.

ალაბამას შტატში კი ძლიერმა ქარმა და ერთ-ერთმა ტორნადომ მაქსიმალური უსაფრთხოების ციხის სახურავი დააზიანა. ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ციხის შენობა მნიშვნელოვნად დაძიანდა, მისი ღობე მყარად დგას და ციხიდან პატიმრების გაქცევა არ მომხდარა.

XS
SM
MD
LG