ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისურიში ძლიერმა ტორნადომ ადამიანები იმსხვერპლა


ძლიერ ტორნადოს მისურის შტატში მსხვერპლი მოყვა. 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაშავდა სტიქიური უბედურების შედეგად. ბევრი დარჩა უსახლკაროდ.

სამართალდამცავების თქმით, ეპიცენტრში 3 ქალაქი, ჯეფერსონ-სითი, კარლ ჯანქშენი და ელდონი მოხვდნენ. ყველაზე მეტად კი შტატის დედაქალი ჯეფერსონ სითი დაზარალდა.

გუბერნატორმა მაიკ პარსონმა მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებულად საშიშ პირობებში მუშაობისთვის.

ძლიერი წვიმა და ქარი დაფიქსირდა მისურის შტატის მეზობლად- ოკლაჰომასა და კანზასშიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG