ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ხანმოკლე ვიზიტით ტაილანდში ჩავიდა. რექს ტილერსონმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გამართა, რომელთა შორის ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამებიც იყო.

ტილერსონი ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ტაილანდში 2014 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ ჩავიდა. სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტაილანდიდან მალაიზიაში გაემგზავრა. ტილერსონი ვაშინგტონში ოთხშაბათს დაბრუნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG