ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი ფიქრობს, რომ მისი უწყება გამართულად მუშაობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მისი უწყების მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს არ ეთანხმება. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 70 ათასიან დეპარტამენტზე რეფორმის პროცესი უარყოფითად აისახა და პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თანამშრომლები დემორალიზებული არიან.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ტილერსონმა თქვა, რომ ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მისი "დეპარტამენტი არაჩვეულებრივად მუშაობს". სახელმწიფო მდივანს წამყვანი კანონმდებლებიც აკრიტიკებენ. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, დემოკრატ კოლეგა - ჯინ შაჰინთან ერთად, ტილერსონს წერილობით შეატყობინა, რომ სახელმწიფო მდივნის ახლანდელი მმართველობის გადაწყვეტილებები საფრთხეში აგდებს და "ძირს უთხრის ამერიკული დიპლომატიის ხანგრძლივ სიჯანსაღეს და ეფექტურობას".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG