ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი ლავროვს სავარაუდოდ 7 დეკემბერს შეხვდება


ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ვენაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემები უკრაინასა და სირიასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, ეს შეხვედრა სავარაუდოდ 7 დეკემბერს გაიმართება, ავსტრიაში დაგეგმილი „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშღომელობის ორგანიზაციის“ შეხვედრების პარალელურად.

4-8 დეკემბერს სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს, ვენასა და პარიზს ესტუმრება ნატოს, ევროკავშირისა და ეუთოს სხვადასხვა შეხვედრაზე დასასწრებად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG