ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: "რუსეთს ამერიკის პოლიტიკის შესახებ კითხვები აქვს"


რექს ტილერსონი და სერგეი ლავროვი

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მის მთავრობას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი იდეების მიმართ ბევრი კითხვა აქვს.

ლავროვმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრის წინ თქვა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების გეგმების გაგება.

ლავროვმა გასულ კვირაში, სირიის საჰაერო ბაზაზე ამერიკის თავდასხმაც ახსენა, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ მოხდა და შეერთებული შტატების ამ ქმედებას „შემაშფოთებელი“ უწოდა.

ტილერსონის შესავალი სიტყვა უფრო მოკლე იყო. მისი თქმით, მოლაპარაკებები მნიშვნელოვან დროს ტარდება და მხარეები განსხვავებულ პოზიციებზე და საერთო ინტერესებზე გულახდილად იმსჯელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG