ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი: ერაყის და საუდის არაბეთის კავშირის გაძლიერება მნიშვნელოვანია


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა კვირას განაცხადა, რომ საუდის არაბეთსა და ერაყს შორის კავშირების გაძლიერება არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ისინი შეძლებენ რეგიონში ირანის მზარდ სამხედრო აქტიურობას დაუპირისპირდნენ

ტილერსონმა, რომელიც საუდის არაბეთისა და ერაყის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობდა, არაბეთის მეფე სალმანს და ერაყის პრემიერ ჰეიდარ ალ-აბადის უთხრა, რომ მათ გაუმჯობესებულ ურთიერთობას "დიდი პოტენციალი" აქვს. მისი თქმით, შეერთებული შტატები დაინტერესებულია ამ კავშირის წარმატებით და ეს მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG