ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტში სამაშველო სამუშაოები გრძელდება


ოქროს მაღაროსთან დაღუპული 83 ადამიანიდან ჯერ მხოლოდ ერთის ცხედარი იპოვეს

ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, მაშველებმა ტიბეტში ოქროს მაღაროსთან დაღუპული 83 ადამიანიდან ჯერ მხოლოდ ერთის ცხედარი იპოვეს. მათი დაღუპვა მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია, რომელმაც სამი კვადრატული კილომეტრი მოიცვა. ამ ტერიტორიაზე მაღაროს მუშების ბანაკი მდებარეობდა. სამაშველო სამუშაოები მცირე მასშტაბის მეწყერებმა და 4600 მეტრის სიმაღლეზე ტემპერატურის აცივებამ გამოიწვია, რამაც სამაშველო ძაღლებზე იმოქმედა. ტრაგედიის ადგილზე 2000 მაშველია მობილიზებული.
XS
SM
MD
LG