ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წინ იარაღით 3 ადამიანი დაჭრეს


ვაშინგტონში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შენობასთან რამდენიმე ადამიანს ესროლეს.

სააგენტოს შესასვლელთან მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია სამი პირი. ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა, თუმცა ინციდენტის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

იქვე ახლოს სატვირთო ავტომობილი ბეტონის ბარიერს შეეჯახა. ავტომობილის საქარე მინაზე ნატყვიარები შეინიშნებოდა. მის ირგვლივ კი თვითმხილველებმა სისხლი შენიშნეს.

თუმცა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო აცხადებს, რომ სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG