ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის მშვიდობის პრემია სამმა ქალბატონმა გაიყო


ნობელის წლევანდელი პრემია მშვიდობის დარგში ქალთა უფლებებისა და მათი უსაფრთხოებისთვის მშვიდობიანი ბრძოლისთვის, სამმა ქალბატონმა გაიყო.

საპატიო პრიზის ლაურეატები არიან ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლიფი, ლიბერიელი აქტივისტი ლეიმა გბოუი, და უფლებების დამცველი იემენიდან ტავაკულ კარმანი.

ერთნახევარ მილიონიანი საპრიზო თანხა სწორედ ამ სამ ქალბატონს შორის თანაბრად განაწილდება. სამივე პრიზიორის დასახელებისას, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ შეუძლებელია დემოკრატიისა და მშვიდობის მიღწევა იმ დრომდე, სანამ ქალებს არ მიეცემათ სრული შესაძლებლობები განვითარების პროცესზე გავლენის მოსახდენად.

ელენ ჯონსონი სირლიფი აფრიკის დემოკრატიულად არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტია. მისი ინაუგურაციიდან 2006 წლის შემდეგ, მან ლიბერიაში მშვიდობის დასამყარებლად დიდი წვლილი გაიღო, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და ქალთა პოზიციების დასაცავად.

ლეიმა გბოუი იემენში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ქალთა მობილიზებისა და მათი ორგანიზებისთვის არის პასუხისმგებელი.

მან ასევე დიდი ძალისხმევა გასწია ქალთა მონაწილეობისათვის არჩევნებში.

თავაკულ კარმანის საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იემენში ქალთა უფლებების გაზრდასა და მშვიდობის მიღწევაში-არაბული გაზაფხულის მოვლენებამდე ადრე და მათ შემდეგ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამივე ლაურეატს მიულოცა გამარჯვება და განაცხადა, რომ ისინი განსაკუთრებულ მაგალითს იძლევიან და ქალის როლს წარმოაჩენენ პროგრესის მისაღწევად.

კლინტონმა დასძინა, რომ ამ ქალბატონების შეუპოვრობა, სიძლიერე და ლიდერობა მშვიდობის, შერიგებისა და თანამოქალაქეთა უფლებების დაცვის საქმეში სამაგალითოა და შთაგონებას გვაძლევს. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, სამი გამორჩეული ადამიანის ნობელის პრემიით აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა სხვა ქალი აქტივისტის ბრძოლას მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის.

African Peace Prize Winners:

  • 2011 - Ellen Johnson Sirleaf and Leymah Gbowee, Liberia, "for their non-violent struggle for the safety of women and for women’s rights to full participation in peace-building work."
  • 2004 - Wangari Muta Maathai, Kenya, "for her contribution to sustainable development, democracy and peace."
  • 2001 - The United Nations and U.N. Secretary-General Kofi Annan, Ghana, "for their work for a better organized and more peaceful world."
  • 1993 - Nelson Mandela and Frederik Willem de Klerk, South Africa, "for their work for the peaceful termination of the apartheid regime, and for laying the foundations for a new democratic South Africa."
  • 1984 - Desmond Mpilo Tutu, South Africa, "to direct attention to the non-violent struggle for liberation to which Desmond Tutu belongs, a struggle in which black and white South Africans unite to bring their country out of conflict and crisis."
  • 1960 - Albert John Lutuli, South Africa, for leading "10 million black Africans in their nonviolent campaign for civil rights."
XS
SM
MD
LG