ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიიდან ხანძრების გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული


კალიფორნიის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხანძარია. სპეციალურმა სამსახურებმა ტერიტორიებიდან 50 000-მდე მოსახლის ევაკუიერება უკვე შეძლეს.

ენერგო-კომპანიებმა ათასობით მომხმარებელს გაზისა და ელექტროობის მიწოდება შეუჩერეს იმ მიზნით, რომ ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალონ. კომპანიის განცხადებით, შეზღუდვები უქმეებზეც გაგრძელდება და შესაძლოა სხვა ტერიტორიებსაც შეეხოს.

"ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით ენერგომომარაგება დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს აქვს შეზღუდული. ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მაშველებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებებს დაემორჩილონ, განსაკუთრებით კი ევაკუაციასთან დაკავშირებით. სონომას ოლქის შერიფი ამბობს, რომ სურს, ძალები ცეცხლის შეჩერებისკენ მიმართოს და ამ დროს მოსახლეობის გადარჩენა არ იყოს საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG