ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქების საფრთხე - ევაკუირებულ ეიფელის კოშკში ხალხის ნაკადს აბრუნებენ


ცოტა ხნის წინ პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი შეტყობინება გახდა, სადაც მოქალაქე მოსალოდნელი აფეთქების შესახებ იუწყებოდა. ფრანგმა სამართალდამცავებმა ეიფელის კოშკიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს.

​ეიფელის კოშკი კრიმინალისტებმა შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მოქალაქემ რომელმაც პოლიციაში დარეკა, იცრუა. ასაფეთქებელი საშუალების ძებნის ღონისძიება დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ევაკუაცია ეიფელის კოშკში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00

ევაკუაციის დროს ადგილზე ტურისტები, ადგილობრივები და რესტორნების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ პანიკა არ ყოფილა და ევაკუაცია ორგანიზებულად მოხდა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG