ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები მადლიერების დღეს ზეიმობენ


22 ნოემბერს შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ღონისძიებებიც გაიმართება

მილიონობით ამერიკელი აეროპორტებისა და რკინიგზის სადგურებისკენ მიიჩქარის, რათა 22 ნოემბერს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად მადლიერების დღესასწაული აღნიშნოს.

მადლიერების დღეზე შეერთებულ შტატებში ოჯახის წევრები ერთმანეთს ხვდებიან და სადღესასწაულო სუფრასთან შემწვარ ინდაურს და სხვადასხვა ნუგბარს მიირთმევენ.

მადლიერების დღე ამერიკაში რელიგიური რიტუალებისა და პროფესიული სპორტული თამაშების დღეც არის. წელს ნიუ იორკში საზეიმო აღლუმს მართავს ცნობილი სავაჭრო ქსელი “Macy's”, რომლის დროსაც ქუჩებში სასულე ორკესტრები გიგანტური გასაბერი ბუშტებით და მოცეკვავეების თანხლებით ჩაივლიან.
XS
SM
MD
LG