ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მადლიერების დღეს აღნიშნავს


"მეისის" მადლიერების დღის აღლუმი ნიუ-იორკში

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოჯახური დღესასწაულია, როცა ამერიკული ოჯახები სადილზე ერთად იყრიან თავს და ზოგჯერ საზეიმო წვეულებასაც მართავენ.

ტრადიცია სათავეს მე-17 საუკუნიდან იღებს, როცა ბრიტანელი ახალმოსახლეები ინდიელებთან ერთად, ერთ სუფრას უსხდებოდნენ და ერთმანეთს საჭმელთან ერთად, გამოცდილებასაც უზიარებდნენ. ამერიკაში მადლიერების დღე ფედერალურ უქმე დღედ ცხადდება და როგორც წესი, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება.

მადლიერების დღისთვის ბიზნესები მასობრივ ფასდაკლებებს აწყობენ. ხვალ ტრადიციული "შავი პარასკევია", როცა მაღაზიებში წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ფასდაკლებები იქნება. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება საზეიმო აღლუმები და სპორტული ღონისძიებები. საქველმოქმედო ორგანიზაციებში მოხალისეობაც ტრადიციად ჩამოყალიბდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG