ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს


სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარ ამოცანას მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება და ძალადობის აღკვეთა წარმოადგენს

ტაილანდის მთავრობამ მთავარ მეამბოხე მუსლიმურ ჯგუფთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გახსნა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარ ამოცანას მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება და ძალადობის აღკვეთა წარმოადგენს.

მოლაპარაკებები მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში ტარდება. სწორედ მალაიზიაშია დაფუძნებული ტაილანდის რეფოლუციური მეამბოხე ფრონტის დაჯგუფება. აღსანიშნავია, რომ ეს დაჯგუფება ერთერთია რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად, რომლებიც ტაილანდის მუსლიმებით დასახლებულ სამხრეთში იბრძვიან. მათ საქმიანობას ქვეყანაში ბოლო 9 წლის განმავლობაში 5000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG