ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასობრივი საპროტესტო აქცია ტაილანდში


შინავატრას მთავრობის ათასობით მოწინააღმდეგე ქუჩებში გამოვიდა

ტაილანდის ოპოზიციამ ერთდღიანი მიტინგი გამართა. ისინი მთავრობას კორუფციასა და ცუდ მმართველობაში ადანაშაულებენ. მთავრობა შიშობს, რომ პროტესტი შესაძლო ძალადობაში გადაიზარდოს. ადგილი ჰქონდა მცირე შეტაკებებს, რის გამოც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და აქტივისტების ნაწილი დააკავა. დაშავებულები არიან როგორც პოლიციის მხრიდან, ისე დემონსტრანტებს შორის.
ბანგკოკის ქუჩებში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. არსებული მონაცემებით დაკავებულია ასამდე აქტივისტი.
XS
SM
MD
LG