წყალდიდობის შედეგად წლის მომატებული დონე ბანგკოკის ცენტრალურ ნაწილს საფრთხეს უქმნის. ქალაქის დანარჩენ უნბებში კი სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტაილანდის ოფიციალური პირების ცნობით, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე აღნიშნული წყალდიდობა ყველაზე მასშტაბური იყო. მას 500ზე მეტი ადამიანის სიცოცოხლე შეეწირა. პრემიერ მინისტრი ინგლუკ შინავატრას განცხადებით, ქვეყნის მთავრობა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აღდგენითი სამუშაოებისთვის გეგმას იმუშავებს.
ტაილანდში წყალდიდობა ივლისში ორი ძლიერი ტაიფუნის შედეგად დაიწყო, რასაც წვიმების სეზონი დაემატა.