ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდი მეფის კორონაციისთვის ემზადება


ტაილანდი სამდღიანი ცერემონიებისთვის ემზადება, რომელიც შაბათს დაიწყება, როდესაც 66 წლის მეფე მაჰა ვაჯირალონგქორნის გვირგვინს ოფიციალურად დაადგამენ.

კორონაციის ღირებულება 30 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ბევრი ტაილანდელი კორონაციას პირველად ნახავს.

მეფე ვაჯირალონგქორნის მამის, 2016 წელს გარდაცვლილ მეფე ბუმიბოლ ადუიადეს კორონაცია 1950 წელს მოხდა.

კორონაციის ცერემონია ტელევიზიით გადაიცემა.

მეფე ვაჯირალონგქორნმა გვირგვინი მამის სიკვდილის შემდეგ გადაიბარა, მაგრამ ახლა ტახტზე ოფიციალურად ავა.

ტაილანდის კონსტიტუციურ მონარქიას შეზღუდული პოლიტიკური ძალაუფლება აქვს, მაგრამ ტაილანდელთა უმრავლესობა სამეფო ოჯახს თითქმის ღმერთად მიიჩნევს. მონარქის შეურაცხყოფის საწინააღმდეგო მკაცრი კანონები მეფეს სრულიად ხელშეუხებელს ხდის და უპატივცემულობად შეფასებულმა ქმედებამ ბევრი ადამიანი სასამართლოში ან ციხეში გაამწესა.

ოთხშაბათს, მეფე ვაჯირალონგქორნმა თავისი მეოთხე ქორწინების შესახებ გამოაცხადა. ის საკუთარ პირად მცველზე დაქორწინდა, რომელიც ერთ დროს ბორტგამცილებელი იყო. მეფემ ის დედოფალ სათიდად გამოაცხადა.

მეფეს წინა სამი ქორწინებიდან შვიდი შვილი ჰყავს.

XS
SM
MD
LG