ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიკტორ ბუტის ტაილანდიდან ექსტრადიცია შეფერხდა


რუსი იარაღით მოვაჭრის ვიკტორ ბუტის ტაილანდიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია სამართლებრივი პროცედურების გამო შეფერხდა. ბუტი ბანგკოკიდან შეერთებულ შტატებში დღეს უნდა გადაეყვანათ. მას აეროპორტში შეერთებული შტატებიდან გაგზავნილი სპეციალური თვითმფრინავიც ელოდებოდა. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის ვეჯაჯივას განცხადებით ექსტრადირებამდე კიდევ დარჩენილია რამდენიმე სამართლებრივი საკითხი. ასევე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეტა სამინისტროს წარმოამდგენლმა ტანი ტონგპახდიმ

„ჩვენ გუშინ მივიღეთ შეერთებული შტატების ოფიციალური შეტყობინება საქმის გამოთხოვის შესახებ. ასე რომ, ჩვენ ამის შესახებ ვაცნობებთ გენერალურ პროკურორს, რომელც თავის მხრივ სასამართლოს მიმართავს. “

43 წლის რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტს ბრალი ედება კოლუმბიელი ამბოხებულებისთვის უახლესი ვითარების მიყიდვაში. საუბარია ხმელეთი-ჰაერის რაკეტებზე და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებზე. ბუტი 2008 წელს დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG