ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის მღვიმის თორმეტივე მძევალი სამშვიდობოზეა


11 ტაილანდელი მოზარდის და მათი მწვრთნელის ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელებული ტყვეობა დასრულდა. უცხოელმა მოხალისე მყვინთავებმა ადგილობრივ მაშველებთან ერთად, მღვიმიდან ბოლო ბავშვი და მწვრთნელიც სამშვიდობოზე გამოიყვანეს. ურთულესი სამაშველო სამუშაოები ორშაბათს 9 საათი გაგრძელდა, ორი საათით ნაკლები, ვიდრე კვირას.

მოვლენებს რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიო დიდი მღელვარებით ადევნებს თვალს. 23 ივნისს, ჩიანგრაის პროვინციაში მცხოვრებმა 11-დან 16 წლამდე ასაკის თერთმეტმა ფეხბურთელმა და მათმა 25 წლის მწვრთნელმა გამოქვაბულს თავი ძლიერი წვიმის გამო შეაფარეს. წყალდიდობამ მღვიმეში შესასვლელი ჩახერგა და მათი ხსნა უკიდურესად გაართულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG