ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი სიკვიდილით დასჯას


შეერთებული შტატების მთავრობა ზოგიერთ შტატში უმძიმესი დანაშაულის წინააღმდეგ დასჯის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. ამ მხრივ ყველაზე მეტად ტეხასის შტატი გამოირჩევა.

გასულ თვეში, ტეხასის შტატის ჰანტსვილის ციხეში, მარვინ ვილსონის წინააღმდეგ, რომელიც პატიმრობაში ადამიანის მკვლელობისთვის იმყოფებოდა, უმკაცრესი სადამსჯელო ღონისძიება განხორცილდა.
იმისათვის, რომ ვილსონისთვის ეს სასჯელი აერიდებინა, მისმა ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს შესაბამისი დოკუმენტიც წარუდგინა, სადაც ვილსონის არაჯანსაღი ფსიქიური მდგომარეობა იყო ასახული. აღნიშნული სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ხშირად პატიმრის ოჯახი, სიკვიდლის დასჯის თავიდან აცილების მიზნით, უშედეგოდ მიმართავს სასამართლოს, გაითვალისწინოს პატიმრის ფსიქიკური აშლილობა და მენტალური დაავადება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი ვითარება გათვალისწინებული იქნა და პატიმართა სიცოცხლის გადარჩენაც მოხერხდა.

რაისის უნივერსიტეტის ექსპერტის, რობერტ სტეინის თქმით, „საზოგადოება სიკვდილით დასჯის მომხრე 90-იან წლებამდე იყო, შემდეგ ნელ-ნელა შენელდა ეს მხარდაჭერა და ახლა, ოპონენტები ცდილობენ, უფრო მეტად ყურადღება უპოვარი ბრალდებულების დახმარებაზე გადაიტანონ.“

ამჟამად, საზოგადოებამ სიკვდილით დასჯის საკითხების მიმართ ინტერესი დაკარგა.

სტენის თქმით, ადამიანების უმნიშვნელო რაოდენობამ გამოხატა პროტესტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა, პატიმართა სიკვდილით დასჯის მომხრეთა რიცხვი ტეხასის შტატში კვლავ დიდია და მის შესაჩერებლად არანაირი პოლიტიკური საშუალება არ არსებობს.
XS
SM
MD
LG