ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის ეკლესიაში იარაღით თავდამსხმელი სწრაფად მოიგერიეს


კვირას, ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ უორთთან ახლოს, შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში წირვის დროს ცეცხლი გახსნა. ორი ადამიანი დაიღუპა და მესამე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

უაით სეთლმენთის პოლიციის უფროსმა ჯეი პი ბევერინგმა თქვა, რომ ეკლესიაში მლოცველებმა შეიარაღებული პირი მოკლეს და ამით დაასრულეს თავდასხმა, რომლის დროსაც ერთი მლოცველი დაიღუპა და მეორე დაიჭრა.

კვირას მომხდარი თავდასხმა „იუთუბით“ პირდაპირ გადაიცემოდა.

ტეხასის გუბერნატორმა „ტვიტერით“ განაცხადა: „სალოცავი ადგილები წმინდა უნდა იყოს და მადლობელი ვარ, რომ ეკლესიის მრევლმა სწრაფად იმოქმედა, მსროლელი გაანადგურა და კიდევ მეტი სიცოცხლის დაკარგვა არ დაუშვა.“ მან ასევე მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG