ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ღია ჩემპიონატი სერინა უილიამსმა მოიგო


სერინა უილიამსმა ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა დაამარცხა

ამერიკელმა ჩოგბურთელმა, სერინა უილიამსმა ამერიკის ღია ჩემპიონატი მოიგო ქალების ერთეულთა თანრიგში. მან მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბელორუსი ვიქტორია აზერენკა დაამარცხა. უიმბლდონის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა სამ სეტში დაამარცხა მეტოქე და დიდი მუზარადის ჩემპიონატის ტიტული მე-15 ჯერ მოიპოვა.

მამაკაცთა თანრიგში ფინალი ორშაბათსაა დაგეგმილი. ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ბრიტანელი ენდი მიურეი სერბიელ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. კვირას დაგეგმილი ფინალი უამნდობის გამო ორშაბათისთვის გადაიდო. ნახევარფინალში ჯოკოვიჩმა დევიდ ფერერი 4 სეტში დაამარცხა.

XS
SM
MD
LG