ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში მიკროსაფინანსოში თავდამსხმდლი შეიჭრა, მან მძევლები აიყვანა


თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სიში“ შეჭრილმა თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“ - LIVE-ს გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ის იქ ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვს.

მას, სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა უჭირავს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სი"-ს ოფისში შეჭრილ შეიარაღებულ კაცს ცხრა მძევალი ჰყავს.

ეს მოვლენა ჯერ ისევ გრძელდება და ვითარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG