ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება - იუნესკო


თბილისი 2021 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება. გადაწყვეტილების შესახებ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულეიმ განაცხადა.

სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

თბილისს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო), რეკომენდაცია გაუწია წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საკონსულტაციო საბჭომ. ის მიზნად ისახავს ახალ თაობებში წიგნის კითხვის გლობალური მასშტაბით წახალისებას.

სადღესასწაულო ღონისძიებები სტარტს 2021 წლის 23 აპრილს, წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აიღებს. პროგრამის ფარგლებში გაიმართება წიგნის ფესტივალები, წიგნის კითხვის დღეები, წიგნზე დაფუძნებული ციფრული თამაშები და ბევრი სხვა. ასევე იგეგმება პირველი ქართული გამოცემის აღდგენა.

თბილისი რიგით 21-ე ქალაქია, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა. 2001 წლიდან მოყოლებული, საპატიო სტატუსს ბევრი სხვა ქალაქი ფლობდა, მადრიდიდან დაწყებული (2001), კუალა-ლუმპურით დამთავრებული (2020).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG