ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტანზანიაში მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა


16-სართულიანი შენობის დანგრევის შედეგად 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც დაიღუპნენ

ტანზანიის ხელისუფლების ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ 16-სართულიანი შენობის დანგრევის შემდეგ მსხვერპლთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

როგორც ცნობილია, მშენებარე კორპუსი დასრულების ფაზაში მიყვანის დროს მოულოდნელად ჩამოიშალა და ნანგრევები იქვე მდებარე ბავშვთა სათამაშო მოედანზეც დაიყარა. მაშველებმა მხოლოდ 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ აღარ აქვთ იმედი, რომ პარასკევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ იქ შეიძლება კიდევ ვინმე ცოცხალი იყოს. პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს. ამ ეტაპზე 4 ადამიანია დაკავებული და მათი დაკითხვა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG