ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს


ავღანელი, პაკისტანელი, ჩინელი და ამერიკელი დიპლომატები ქაბულში ოთხმხრივ მოლაპარაკებებს მართავენ, რომლის მიზანიც ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაგეგმვაა

დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალაუდინ რაბანიმ თალიბანი და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია.

მინისტრის განცხადებით ოთხმხრივმა შეხვედრამ უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგად მოლაპარაკებების კონკრეტული დრო და ადგილი დაზუსტდება.

XS
SM
MD
LG