ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა ყუნდუზში ათეულობით ავღანელი მოკლა


მოსკოვში, დღეს დაწყებული ავღანეთის წინააღმდეგობრივი სამშვიდობო მოლაპარაკების პარალელურად, თალიბანმა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე იერიში განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 40-მდე წარმომადგენელი.

ყველაზე მსხვერპლიანი ყუნდუზის პროვინციაში მომხდარი თავდასხმა იყო. საფიტულა ამრიმ, პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ ავღანურ მედიას უთხრა, რომ სამშაბათს დილით დაწყებული ბრძოლა დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. თალიბების იერიშში სულ ცოტა 25 ჯარისკაცი და 3 პოლიციელი დაიღუპა, 20 ადამიანი დაჭრილია.

თალიბანის პრესსპიკერი ზაბიდულა მუჯაჰიდი ამბობს, რომ ყუნდუზში მათ ავღანეთის ეროვნული არმიის 30 წარმომადგენელი მოკლეს. თავდასხმა ასევე მოხდა მეზობელ ბაღლანის პროვინციაში მდებარე პოლიციის პოსტზე, სადაც ავღანური მედიის ცნობით, 10 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის ლიდერები მსხვერპლის რაოდენობას იშვიათად ამხელენ. თუმცა, ახლახან პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ 2014 წელს, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთის სამთავრობო ძალებში 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG