ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "სირიის ობსერვატორია" აცხადებს, რომ დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" კვირის განმავლობაში 33 ადამიანი დახვრიტა. ეს დაჯგუფების მიერ ჩატარებული პირველი მასობრივი მკვლელობაა უკანასკნელი წლის განმავლობაში.

მასობრივი მკვლელობის ადგილად ბრიტანეთში ბაზირებული ორგანიზაცია დერ ეზორის შემოგარენს ასახელებს. ორგანიზაცია ირწმუნება, რომ მკვლეობას მათი აქტივისტები შეესწრნენ.

აქამდე უცნობია იბრძოდნენ თუ არა მოკლულები ექვსწლიანი კონფლიქტის რომელიმე მხარეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG