ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომსს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს


სირიის მთავრობის ძალებმა განაგრძეს მძიმე არტილერიის გამოყენება ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებში როგორებიცაა ჰომსი და დიერ ელ ზორი. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ასევე ლატაკიას რეგიონში. ოპოზიციის ახალი ლიდერი მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა.

მოწმეების განცხადებით, ბაშარ ალ ასადის ერთგული მეომრები ჰომსის მიმართულებით საველე არტილერიას, რაკეტებსა და ნაღმტყორცნებს იყენებდნენ.

საერთაშორისო მედიატორი კოფი ანანი შეშფოთებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით. ჰომსსა და ლატაკიას რეგიონში ბატონი ანანის პრესსპიკერის განცხადებით, უამრავი ადამიანია ჩარჩენილი.

XS
SM
MD
LG