ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ლტოლვილი ბავშვების გაუსაძლისი ყოფა


9 წლის ადენს არასდროს დაავიწყდება სირიაში საკუთარი თვალებით ნანახი სისასტიკე. ომის ფსიქოლოგიურ ტრამვებს ლიბანში ლტოლვილად ცხოვრების სირთულეები ემატება.

“ბავშვები ცუდად მელაპარაკებიან, ცუდ სიტყვებს იყენებენ, ჩემკენ თითს იშვერენ და სირიელ ძაღლს მეძახიან, მეუბნებიან, რომ ჩვენ მათი ქვეყნის აფეთქება გვინდა. ისინი დაბომბვებში გვადანაშაულებენ.”

საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children გვაფრთხილებს, რომ კტასტროფულად მაღალია ფსოლოგიური ტრავმები სირიელ ბავშვებში, ომით და ლტოლვილობით გამოწვეული სტრესი მკურნალობის გარეშე რჩება.

კაროლინ ანინგი, ამერიკის ხმას ლიბანიდან სკაიპით ესაუბრა.

“მე ველაპარაკე 6 წლის გოგოს, რომელმაც ჰომსში საჰაერო შეტევისას სახლი და ცალი თვალი დაკარგა. მან ნახა თუ როგორ აფეთქდა უმცროსი ძმა მის წინ. ბავშვები ძალიან გამძლეები არიან, მაგრამ მსგავსი რამ რთულად გადასალახი და დასავიწყებელია, განსაკუთრებით როცა ის ფსიქოლოგიური მზრუნველობის გარეშეა.”

ლტოლვილ ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას რამდნეიმე ორგანიზაცია უწევს, მათ შორისაა Save the children-ი და მის მიერ ტრიპოლიში მოწყობილი სივრცე ბავშვებისთვის.

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ დახმარება საკმარისი არ არის და რესურსები სასწრაფოდ სჭირდებათ.

“ამ ბავშვების ახლა ასე მიტოვება მომავალში მათზე უარყოფით გავლენას იქონიებს. შესაძლებელია ისინი აგრესიულები გახდნენ. ასევე მოსალოდნელია ამან დიდი ემოციური გავლენა იქონიოს, როგორიცაა დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები, ფობიები, რომელთა მკურნალობაც მოგვიანებით შეიძლება ძალიან გართულდეს.”

სტატისტიკა შემაშფოთებელია. ერაყის ქურთისტანში ლტოლვილთა ბანაკში ყოველ მეათე ბავშვს დედა ან მამა დაკარგული ჰყავს. 200 000-მდე სირიელი ბავშვი იზრდება ყველანაირი განათლების გარეშე. იზრდება არასრწულწლოვანი გოგონების ქორწინებები.

“2 მილიონი სირიელი ბავშვია ლტოლვილობაში. აქამდე ბავშვთა დაცვისთვის დაფინანსების მხოლოდ 26% გამოიყო.”

ანინგი ამბობს, რომ სირიელი ბავშვების მთელი თაობა ომისგან ტრავმირებულია და მათ დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ.

XS
SM
MD
LG