ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ქურთების სოფელი დაბომბეს


სირიელი აქტივისტების ცნობით, ხელისუფლების თვითმფრინავებმა ქურთებით დასახლებული სოფელი დაბომბეს, სადაც 16 ადამიანი დაიღუპა

სირიის ადამიანის უფლებათა დამცველები დიდი ბრიტანეთიდან იტყობინებიან, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერმა ძალებმა საავიაციო იერიში ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს. სოფელ ჰადადში, სადაც ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს, 16 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ასევე დაინგრა მეჩეთი და მინარეთი, რომელიც ისტორიულ ხასიათს ატარებს და რომლის ისტორიაც ათას წელიწადზე მეტს ითვლის. "იუთუბზე" გავრცელებულ ვიდეოში მათი ნგრევა დეტალურად არის ასახული. აქტივისტები ბარბაროსულ თავდასხმაში უშუალოდ პრეზიდენტ ასადს, მის მთავრობას და მათ მხარდამჭერ არმიას ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG