ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ სირიის ოპოზიციაზე ისაუბა


შეერთებული შტატები უკვე შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც სირიის ოპოზიცია ლეგიტიმურ ძალად აღიარეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
პრეზიდენტმა ობამამ სირიის ოპოზიციური კოალიცია აღიარა და მას სირიელი ხალხის კანონიერი წარმომადგენელი უწოდა. დეტალებს თეთრი სახლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი არკვევდა.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ ყურადღებით შეისწავლა სირიის ოპოზიციის შემადგენლობა და მათი შესაძლებლობები. ოპოზიციური კოალიცია სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ა.წ. ნოემბერში ყატარში ჩამოყალიბდა. პრეზიდენტმა ობამამ სირიის ოპოზიციაზე ეს განცხადება ტელეკომპანია „ეიბისი“-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სირიის ოპოზიციური კოალიცია ამჟამად უკვე არის საკმარისად ყოვლისმომცველი და სირიის მოსახლეობის ნების ამსახველი და წარმომადგენელი ძალა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ამდენად, შეერთებული შტატები უკვე შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც სირიის ოპოზიცია ლეგიტიმურ ძალად აღიარეს. მათ შორისაა, საფრანგეთი, ბრიტანეთი, თურქეთი და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო.ბარაკ ობამას განცხადება წინ უსწრებს მაროკოში დაგეგმილ შეხვედრას, სადაც სირიის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. „სირიის მეგობრების“ შეხვედრას ამერიკის მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბარნსი დაესწრება.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები მოხარულია იმ პროგრესით, რომელიც სირიის ოპოზიციურ ძალებს შორის იქნა მიღწეული და სირიის მომავალს პრეზიდენტ ასადის გარეშე განიხილავს.

„ჩვენ ველით ხვალინდელ შეხვედრას და გავაგრძელებთ სირიელი ხალხის მხარდაჭერას. ნება მიბოძეთ განვმარტო: შეერთებული შტატები სირიელი ხალხის გვერდით დგას და ითხოვს, რომ გარდამავალი პროცესი იყოს მშვიდობიანი, ერთობლივი და დემოკრატიული, სადაც ყველა მოქალაქე იქნება დაცული - სუნიტებიც, ალავიტებიც, ქრისტიანებიც, ქურთებიც, დრუზებიც, მამაკაცებიც, ქალებიც და ბავშვებიც. ამ სახის მომავალში კი ბაშარ ალა-ასიდს ადგილი არ არის,“ - განაცხახდა ჯეი კარნიმ.

ამავე დროს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები სირიის ოპოზიციის საბრძოლო იარაღით მომარაგებას არ აპირებს. კარნიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ობამას მიერ გამოთქმული შეშფოთება სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება.
XS
SM
MD
LG